აღმოაჩინეთ Capo Verde, ადგილი სადაც ბუნება და კომფორტი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს

ჩვენი სასტუმრო გთავაზობთ იდეალურ ადგილს განტვირთვისა და დასვენებისთვის, სადაც გატარებული თითოეული წამი ზღაპარში მოგზაურობას ჰგავს.

ზღვის, ბათუმის ბუნების უმშვენიერესი ხედებით გარშემორტყმული სასტუმრო Capo Verde იდეალური ადგილია თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად დაუვიწყარი დროის გასატარებლად.

ჩვენთან შეგიძლიათ "მოწყდეთ" ქალაქის ხმაურს, ისიამოვნოთ ბუნების პანორამული ხედებით, დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები და კოქტეილები.

შეარჩიეთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო დასასვენებლად.

სასტუმრო კაპო ვერდე გთავაზობთ განთავსებას ღია საცურაო აუზით, უფასო კერძო პარკინგით, ბარით და საერთო ლაუნჯით.

ტერასა Capo Verde  შესანიშნავი ადგილია, რომ სრულყოფილად დაისვენოთ და განიტვირთოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობისაგან, ან უბრალოდ გაატაროთ შესანიშნავი დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ტერასაზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები. ასევე, ჩვენი ბარი გთავაზობთ კოქტეილების ფართო არჩევანს.

გვეწვიეთ Capo Verde-ს ტერასა ბარში და დააგემოვნეთ თქვენი საყვარელი ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები.

 სასტუმრო Capo Vede იდეალური ადგილია მთელი ოჯახისთვის.

 ჩვენს გამწვანებულ ეზოში თქვენ დაგხვდებათ კეთილმოწყობილი, დაცული და უსაფრთხო გასართობი სივრცე თქვენი პატარებისთვის, სადაც თქვენს პატარებს შეეძლებათ დაუვიწყარი დროის გატარება.

სასტუმროში სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ კაფეტეერით

Capo Verde-ს სასტუმროში სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ საკონფერენციო დარბაზით, რომელიც საუკეთესო გარემოა საქმიანი შეხვედრების, სემინარებისა თუ კონფერენციების დასაგეგმად

სასტუმროში მყოფ  სტუმრებს შეუძლიათ მოინახულონ ულამაზესი მწვანე კონცხი, რომელიც სასტუმროდან მდებარეობს 1,4 კმ-ში

ბოტანიკური ბაღი ჩვენი სასტუმროდან მხოლოდ 5 წუთის სავალ მანძილზეა, რომელიც გაშენებულია 111 ჰექტარზე და ითვლის 5000 - ზე მეტ ფლორისტულ სახეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

იმისათვის, რომ თქვენი დასვენება კიდევ უფრო დაუვიწყარი გავხადოთ, Capo Verde-ს  ყველა სტუმარი მიიღებს ბათუმის ზღაპრული ბოტანიკური ბაღის უფასო ბილეთს.

სასტუმროდან, ბათუმის მატარებლის სადგური მდებარეობს 4,5 კმ-ში, ხოლო უახლოესი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 14 კმ-ში. 

ჩვენი სასტუმრო Capo Verde-ს უნიკალურობას ადგილმდებარეობა  კომფორტისა და დახვეწილი დიზაინის ერთობლიობა განაპირობებს.